რეზონანსი
25.04.2024

უსამშობლოთა ზეიმია დღეს. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს უქმად გამოაცხადებდნენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას არც დაელოდებოდნენ. ჩვენ კი დაველოდოთ, ხოლო ევროსაბჭოთა კავშირის მხრიდან ესოდენ „სარფიანი" შემოთავაზება გავარჩიოთ 29-ში, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორ ქართველიშვილმა აღნიშნა, „შემოთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვა" არის ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს შავი ფულის გაუმჭვირვალე ათვისების „საპატიო" მისიით.

„ამას ჰქვია „შემოთავაზება, რომელზეც უარი არ უნდა თქვა". ანუ, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შავი ფულის გაუმჭვირვალე ათვისების „საპატიო" მისია, ფართო გზა გაუხსნას ლგბტ-პროპაგანდას, საპატიმროდან გაათავისუფლოს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი კრიმინალი-იდეოლოგი, სანქციების ქვეშ აიყვანოს „მეცენატი და ქველმოქმედი" (©კელი დეგნანი, 2022 წლის მარტი) - და ამ შემთხვევაში შეიძლება ევროპაში შესასვლელად ვიზები აღარ დაგვიბრუნონ. ხო... დამავიწყდა - და აფხაზეთი „სახელმწიფოა".

უსამშობლოთა ზეიმია დღეს. ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, დღევანდელ დღეს უქმად გამოაცხადებდნენ და ევროკომისიის გადაწყვეტილებას არც დაელოდებოდნენ. ჩვენ კი დაველოდოთ, ხოლო ევროსაბჭოთა კავშირის მხრიდან ესოდენ „სარფიანი" შემოთავაზება გავარჩიოთ 29-ში, როდესაც რუსთაველზე არ მოსვლა გაიგივებული იქნება ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ლგბტ მომავლის პერსპექტივების გაზიარებასთან, ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმასთან და 9 აპრილის გმირების სულებში ჩაფურთხებასთან..." - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×