როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი „რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები აჩერებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას“:
„ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს;
ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში;
მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ.
ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისმომწერნი უარს ამბობენ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.
მოწოდებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და სხვა ორგანიზაციები.