რეზონანსი
25.04.2024

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ევროპარლამენტში გამართული მსგავსი ტიპის მსჯელობა საქართველოს რეპუტაციისთვის ძალიან მძიმე მოვლენაა.

„იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს რეკომენდაციების შესრულების რეფორმების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე საუბარი, მთავარი საკითხებია - სანქციები, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და სხვა მხოლოდ ნეგატიური აქცენტები.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება, ქართული ოცნების ანტიდასავლური ნაბიჯები და კონკრეტულად „რუსული კანონის" ჯიუტად თავსმოხვევა არანაირად არ აძლევს ჩვენს პარტნიორებს საშუალებას იმოქმედონ ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის.

სრულიად მკაფიოა, რომ ამ კანონის მიღება გამოიღებს უაღრესად ნეგატიურ შედეგებს ქვეყნისთვის, არამხოლოდ ინდივიდების სანქციების სახით არამედ იმ რეპუტაციული ზიანით რაც გავლენას ახდენს პოლიტიკაზეც, ეკონომიკაზეც და შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ნებისმიერი კონფრონტაცია დასავლეთთან მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია და ეს განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ამ პერიოდში როდესაც უკრაინაში ომია და ევროპული უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ მხრივ საქართველოსთვის ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ამიტომაც ვხედავთ ასეთ მძაფრ პროტესტს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ჩვენ თანამოქალაქეებზე უკეთ, ამიტომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატიული მომავალი ჩვენი საზოგადოების ხელშია და ამის რეალიზების საუკეთესო საშუალება არჩევნებში ცვლილებების მხარდაჭერაა", - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×