რეზონანსი
26.04.2024

ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე NGO-ებმა რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე.

აღნიშნული კანონპროექტის კონტექსტში კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობაც არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ეკონომიკური წინსვლის თემა დაჩქარდეს.

„რეალურად, გაუმჭვირვალობის პირობებში NGO-ების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას და შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები. ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა. 2020-21 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა. ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. შეგახსენებთ, 2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტი", გააყალბეს მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თითქოს 8%-იანი ზედმეტობა იყო, თითქოს ცესკომ არჩევნების შედეგები გვიან გამოაქვეყნა, რაც შემდეგ ოპოზიციამ გამოიყენა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი იმისთვის, რომ მოეწყოთ რევოლუცია. 2021 წელს, ეს ყველაფერი სცადეს. უნდოდათ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ვერ მოახერხეს. ამის მერე, 2020 წელს, უკვე, როცა არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს NGO-ები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. ეს იყო უკვე, პირდაპირ სცენაზე მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა. ორჯერ სცადეს ამ ადამიანებმა, გაუმჭვირვალე NGO-ებმა რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში. რომ ყოფილიყო მათი დაფინანსება გამჭვირვალე, კიდევ უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ღიად ჩაერთვებოდნენ რევოლუციურ პროცესებში, რაც რა თქმა უნდა, ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობაც არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლის თემა", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×