რეზონანსი
27.04.2024

პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.

„კანონს ვიღებთ, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. აფინანსებ მილიარდობით დოლარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ქართველმა ხალხმა, ერმაც და ბერმაც გითხრათ, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდება. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან თავდაცვის მიმართულებით - დიდი მადლობა, ეს დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ", - აღნიშნა ზარქუამ.

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×