რეზონანსი
27.04.2024

29 აპრილს შეიკრიბება საქართველო. ველოდებით ყველას, ვისაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს აქციაზე შეიკრიბება ყველა ის ადამიანი, ვისაც ქვეყნის საუკეთესო მომავლის სჯერა.

„რატომღაც წინაა აქციებზე ადამიანების ვიწრო ჯგუფს, 5-10-15 ათასი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ესაუბრათ საქართველოს სახელით. საქართველო არც რუსთაველის გამზირით იწყება, არც ვაკით და არც თბილისთ სრულდება. საქართველოა ყველა ის რეგიონი თუ უკიდურესი სოფელი, რომელიც მოშორებულია ამ ცენტრიდან, ადამიანები, რომლებიც წყვეტენ ჩვენი ქვეყნის ბედს და რომლებსაც ღირსეულად უტარებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი. რა თქმა უნდა, შევიკრიბებით ყველა ის ადამიანი, ვისაც გვჯერა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლის, ვინც საკუთარ ქვეყანას შეურაცხყოფას არ აყენებს და დისკრედიტაციას არ უწევს. ველოდებით ყველას, ვისაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×