რეზონანსი
28.04.2024

რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება."

„მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინეთ. გამოდიან და იძახიან - „არა რუსულ კანონს", ვის უნდა „რუსული კანონი"? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვადასხვა ქვეყნის კანონები მინდა. მე მინდა,რომ ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს. ისევე როგორც 22-ში და მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ, საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, „კაგებეს" აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ.

ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ, მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა, მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში დეპეშა თავიანთ უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო? თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×