რეზონანსი
28.04.2024

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში ელოდება და რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ეს თავდასხმა შეაჩეროს.

„მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სთხოვოს ისრაელს, არ განახორციელოს რაფაჰში შეტევა. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ისრაელს ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში. ეს არის ის, რაც უახლოს დღეებში მოხდება ისრაელის მხრიდან რაფაჰზე თავდასხმით, რადგან იქ ღაზაში მცხოვრები ყველა პალესტინელია თავმოყრილი", - აღნიშნა აბასმა.

მისი თქმით, რაფაჰზე მცირე დარტყმაც კი აიძულებს პალესტინელ მოსახლეობას, ღაზას სექტორიდან გაიქცეს და „პალესტინის ხალხის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა მოხდება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×