რეზონანსი
30.04.2024

ყველაზე კომიკური კალაძის გამოსვლა იყო, რომელმაც ხალხს უთხრა, თბილისი აქ დგასო - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამადაშვილმა განაცხადა, რომ გუშინდელ აქციაზე "ოცნებამ" "ვიღაც ნორჩი ლენინელები" შეკრიბა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს.

მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და  დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორს, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული.

რაც შეეხება გუშინ კომიკურ გამოსვლებს, ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო. თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ არ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან. 

გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებდა ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას ჰპირდება საქართველოს. რას ჰპირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული  კაცი საკუთარი ფულის დასაცავად" - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×