რეზონანსი
01.05.2024

ვნახეთ არაერთი ბინძური პროვოკაცია, მათ შორის ჩვენი სამართალდამცველების წინააღმდეგ, - ასე შეაფასა გუშინდელი აქცია რატი იონათამიშვილმა.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „ქრონიკაში“ აღნიშნა, პრაქტიკულად ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ აქციას ძალადობრივი ხასიათი მიეღო.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვინ ღალატობს ჩვენს ქვეყანას. მოღალატეებს თავისი სახელი უნდა დაერქვათ. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ის ადამიანები, ვინც უცხო ძალების წარმომადგენლები არიან და ამ ძალას იყენებენ იმისთვის, რომ აქ არეულობა უზრუნველყონ. არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სწორედ ასეთი არეულობითა და ძალადობით იპოვონ შანსი. მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ლუსტრაცია ხდება ამ ადამიანების და დარწმუნებული ვარ, ეს ლუსტრაცია 2024 წლის ოქტომბრისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იქნება მათთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×