რეზონანსი
01.05.2024

„კანონი" უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ მიღებულია მეორე მოსმენით. ამით არაფერი არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ტრადიციული ღირებულებების - მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, რათა თვითმყოფადმა ღირსეულმა ქვეყანამ 2030 წლისთვის, იმედია, ღირსეულ ევროკავშირში დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი ამბობს, რომ წინ კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცედურაა, „ნაც-მოძრაობის" მესამე პრეზიდენტის მიერ დასადები მოსალოდნელი ვეტოს დაძლევა, რის შემდეგ ქვეყანა მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ შავ ხვრელს საიმედოდ და სამუდამოდ ჩახერგავს.

„როგორი იმედი ჰქონდათ, რომ „ციხე შიგნიდან გატყდება" - დგას ციხე, მტკიცედ და შეურყევლად. ქართული, ეროვნული, სუვერენული კანონი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ მიღებულია მეორე მოსმენით. მიღებულია იმავე 83 ხმით. არა და, როგორი მოლოდინი ჰქონდათ ლაქიების ბანაკში, რომ ამ რაოდენობას, თუნდაც ერთი მოაკლდებოდა, თუნდაც "ჯანმრთელობის მდგომარეობის" გამო. ვერ მივართვით და 83-ვე გვეამაყებით.

ამით არაფერი არ დასრულებულა. ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. ბრძოლა ჩვენი ტრადიციული ღირებულებების - მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, რათა თვითმყოფადმა ღირსეულმა ქვეყანამ 2030 წლისთვის, იმედია, ღირსეულ ევროკავშირში დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი. წინ ჩვენი კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცედურაა, ნაცების მესამე პრეზიდენტის მიერ დასადები მოსალოდნელი ვეტოს დაძლევა, რის შემდეგ ქვეყანა მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ შავ ხვრელს საიმედოდ და სამუდამოდ ჩახერგავს."- წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×