რეზონანსი
07.05.2024

FARA-ს მიზანი ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა და გამჭვირვალობას თუ იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.

„ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ფაქტობრივ ტყუილს იტყვიან და ამას აქ ვინმე დაიჯერებს? არც კეზერაშვილი და ალასანია წარმოადგენენ მთავრობას და არც „დროა“ და „გირჩი“ – არასამთავრობო ორგანიზაციებს. სწორედ ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა FARA-ს მიზანი და თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს განსხვავებული რამ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×