ელზა პაპოშვილი
10.04.2024

უმძიმესი ტრეფიკინგის შემთხვევა კახეთში - გამოძიებით ირკევვა, რომ 42 წლის მამაკაცმა პატარა ოთახში და გაუსაძლის პირობებში 4 მამაკაცი 2 თვე იძულებით აცხოვრა. გამომძიებლის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები, კახეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდნენ და, მალევე, ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ.

დაზარალებულების ვერსიით, ფერმის მეპატრონე მათ ხელფასს არ უხდიდა, უკრძალავდა ოჯახთან კომუნიკაციას და არ აძლევდა უფლებას, დაესვენათ. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალით ირკვევა, რომ სავარაუდოდ დამნაშავე დაპატიმრებულ ადამიანებს  ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა. 

ტრეფიკინგის ბრალდებით, პოლიციამ ფერმის მეპატრონე - 42 წლის მამაკაცი დააკავა. 

„ნიკოლოზ გიორგელაშვილია და აქვს მცირე ბიზნესი თელავში, სოფელ შალაურში. ფერმა, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, ამ დრომდე დალუქულია, პოლიცია სიტუაციას ადგილზე სწვალობს. ტრეფიკინგის ფაქტი რამდენად იყო რთული სათქმელად. ადგილობრივებმა ვიცით, რომ უბრალოდ ფერმაში იყვნენ დასაქმებულები. ვიცით, რომ ხელფასსაც იღებდნენ. როგორც გავიგეთ, დანაშაულს არ აღიარებს თავად ბრალდებული. ესენი ამბობენ, რომ 2 თვე ჩაკეტილი ვყავდითო და ფულსაც არ გვაძლევდაო. აბა რამდენად მართალია, რთული დასაჯერებელია“,-ყვებიან ადგილობრივები „რეზონანსთან“. 

ნიკოლოზ გიორგელაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ, დაკავებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება 4 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფერმის 42 წლის მეპატრონეს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტზე საგამძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძლდება.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×