რეზონანსი
(04.07.2022)

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ხათუნა გიორგობიანმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გვიშტიბში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელიც ბოლოს 30 ივნისს, 10:00 საათზე ნახეს.გაუჩინარებული ახალგაზრდა ქალის დედა ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„ისევ ვეძებ ჩემს შვილს, უკვე მე-5 დღეა და მივმართავ კეთილ ადამიანებს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს. ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ, დამიბრუნდი. შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული", - წერს ხათუნა გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე