რეზონანსი
(20.05.2023)

გარდავცლილი მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე საუბრობს თუ, როგორ აგრძელებს ცხოვრებას ნიკას ოჯახი ტრაგედიის შემდეგ.

„ძალას და ენერგიას, პირველ რიგში, ჩემი შვილები მაძლევენ. იმის იმედი, რომ გაიზრდებიან და მამას გზას გაჰყვებიან. შვილები მყავს და მათი გულისთვის ყველაფერს შევძლებ! არ მინდა გულში ცუდი გაივლონ, დაიჩაგრონ, როგორც ობლები გაიზარდონ. მსურს ლაღები, თავისუფლები იყვნენ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე, ალბათ გარედანაც ჩანს, რომ ასე იზრდებიან.

მამის გენეტიკა იგრძნობა, მაგრამ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ძალიან პატარები არიან. არ ვიცი, მომავალში რას გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრებენ, ეს მათი არჩევანი იქნება. ახლა კი რის ნაჭსაც ვატყობ, ვცდილობ, მათში განვავითარო, შევაყვარო, ვასწავლო. ეს იქნება თეატრი, ოპერა თუ მუსიკა, მსურს გარკვეულ დონეზე იყვნენ გათვითცნობიერებულები... მათი მამა იმდენად ნიჭიერი იყო, ყველაფერი იმდენად კარგად გამოსდიოდა, ვფიქრობ, ამათაც შეიძლება მამის ნიჭი ჰქონდეთ", - ამბობს ნინო „კვირის პალიტრასთან".

ცნობისთვის, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ყველასათვის საყვარელი - ნიკა ქაცარიძე, 2022 წლის 5 იანვარს, 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მსახიობს მეუღლე - ნინო ბერიძე და ორი შვილი - მარიტა და ლაზარე დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე