რეზონანსი
(20.03.2024)

რამდენიმე დღეში საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება და ერთბაშად დათბება. კვირის ბოლომდე არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება, მაგრამ შემდეგ გამოიდარებს. 

„25 მარტამდე, საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს. 

25 მარტის შემდეგ კი, გამოიდარებს და მარტის ბოლომდე თბილი ამინდები იქნება. 25-დან თვის ბოლომდე 17 დან- 23 გრადუსამდე დათბება“ - განაცხადა მეტეოროლოგმა დოდო გვაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე