რეზონანსი
(21.03.2024)

გერმანიაში 27 წლის უკრაინელი ქალი მოკლეს. ცხედარი, რომელსაც ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა, ქალაქ ჰოკენჰაიმის შემოგარენში გამვლელებმა ნახეს. დაკარგული იყო მოკლულის ჩვილი გოგონა, რომელიც პოლიციამ რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. სამართალდამცველების ცნობით, გოგონა არ დაშავებულა, თუმცა ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებობს ვერსია, რომ ჩვილი გერმანელ მამაკაცთან და რუს ქალთან ერთად იპოვეს - ორივე მათგანი დაკავებულია.

წინასწარი ინფორმაციით, მათ მკვლელობაში ადანაშაულებენ, მოტივად კი ბავშვის გატაცება სახელდება. ამ დრომდე ეძებენ მოკლულის დედას, რომელიც საქმის მთავარ მოწმედ მიიჩნევა. ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ მოკლული, შვილთან და დედასთან ერთად, გერმანიაში ხარკოვიდან ჩავიდა და ლტოლვილთა ცენტრში ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე