რეზონანსი
(18.04.2024)
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა. გარდაცვლილები თამუნა და ვალერი ფრინონაშვილები არიან. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
38 წლის კაცი, მეუღლესთან და დასთან ერთად, ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.
და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახლობლების ინფორმაციით, დედა ემიგრაციიდან მოდის.
"სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რაც ემიგრაციიდან დაბრუნებულ დედას დახვდება" - ამბობს ოჯახის ახლობელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე