რეზონანსი
(27.04.2024)

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს ლაშა გვა­სა­ლი­ას "აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ამის დას­ტუ­რად გვა­სა­ლი­ას პოს­ტი მოჰ­ყავთ, რო­მე­ლიც მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ზუგ­დი­დელ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს - ცა­ბუ­ნია ვარ­თა­გა­ვას, ივდო ოტო­ბარს და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "დრო­ას" წევრ მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვას მი­მარ­თავს.

გვან­ცა გვა­სა­ლია, ლაშა გვა­სა­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მის მი­მართ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ლან­ძღვას და ძა­ლა­დო­ბას გმობს. თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ ამის გამო მა­მის და­კარ­გვას არ აპი­რებს:

"არ ვარ თბი­ლის­ში, გა­სუ­ლი ვარ ქა­ლა­ქი­დან, სა­ერ­თოდ არ ვიცი რა ხდე­ბა, უცებ მიგ­დე­ბენ რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ სქ­რი­ნებს მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვი­ღებ ათას და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ "შემ­კო­ბას". ყვე­ლამ, ვინც კი ოდ­ნავ მა­ინც მიც­ნობს, იცის რომ "ნა­ცე­ბიც" და "ოც­ნე­ბაც" ერ­თნა­ი­რად მე­ზი­ზღე­ბა იმ და­ნა­შა­ულ­თა გამო, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე აქვთ ჩა­დე­ნი­ლი.

არც ერთ პრო­ტესტს არ უარ­სე­ბია ისე, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მხა­რეს არ ვმდგა­რი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, კარგ იდე­ებს და იდე­ა­ლებს ხში­რად არც თუ ისე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეწე­ბე­ბი­ან, ახ­ლან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია, თუნ­დაც ჩემი ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. არა­ერ­თხელ გა­მიჟ­ღე­რე­ბია, რომ მე და მა­მას ერ­თნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ ამის გამო მა­მის და­კარ­გვას და ლან­ძღვას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ. ეგაა ზუს­ტად რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა, რომ ერ­თმა­ნეთს გა­დაგ­ვკი­დონ ყვე­ლა­ნი და ჩვე­ნი ერ­თო­ბა და ის იდე­ა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბად გვაქ­ცევს, გა­ა­ნად­გუ­რონ. ესეც რომ არა, ჩემ­თვის ოჯა­ხი ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი რამ არაა, რომ­ლის აღე­ბა და სა­დღაც გვერ­დით გა­და­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რია.

არ ვიცი რა უთან­ხმო­ე­ბე­ბი გაქვთ სა­მეგ­რე­ლო­ში ერ­თმა­ნეთ­თან, არც ის ვიცი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა მა­მას ამ ზო­მამ­დე მის­ვლა, უჩე­მო­დაც გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ნამ­დვი­ლად არ უჭირს სათ­ქმე­ლის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, თუმ­ცა, თუ ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებ, მკვდარ-ცო­ცხალს ამო­უტ­რი­ა­ლებ და ა.შ. არც მისი გან­რის­ხე­ბა უნდა გა­იკ­ვირ­ვო. არ მგო­ნია აქ სქესს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს. მთელ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­დაბ­ლო­კი­ლი ვყა­ვარ მეც თა­ვი­ანთ გვერ­დებ­ზე, მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის მი­წა­ში ტრი­ა­ლი, **ეოს ძა­ხი­ლი და მათი შვი­ლე­ბის­თვის მი­წე­რა არც ერთხელ არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლაფ­რამ­დე ადა­მი­ა­ნი უნდა იყო ჯერ და სახე არ უნდა და­კარ­გო. ალ­ბათ კი­დევ ვიდ­გე­ბით ერთ მხა­რეს, მი­ნი­მუმ ამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა, თუ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს მენ­დო­მე­ბა. ახლა და­ვის­ვე­ნებ, თქვე­ნის ნე­ბარ­თვით" - წერს გვან­ცა გვა­სა­ლია.

ამის შემ­დეგ მამა-შვილს შო­რის სა­უ­ბა­რი სწო­რედ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს:

ლაშა გვა­სა­ლია: "შენს მე­გობ­რებ­თან კი ისე ვჩან­ვარ, თით­ქოს ამაღ­ლე­ბუ­ლი და სა­ოც­ნე­ბო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვიყო და ამის­თვის ვიღ­ვწო­დე. მე ვებ­რძვი უვი­ცო­ბას, სი­ბილ­წეს, ნარ­კო­მა­ნი­ას, გა­თახ­სი­რე­ბას და იდენ­ტო­ბის და­კარ­გვას. სა­ქარ­თვე­ლო სხვა სი­მაღ­ლეა, სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვიდ­რე ბევრ ყა­სიდს წარ­მო­უდ­გე­ნია ან მი­აჩ­ნია. მთა­ვა­რი - ეს შენ უნდა და­გე­წე­რა, შენ­გან მარ­თა­ლი და გო­ნი­ე­რი სი­ტყვის შე­წე­ვას ვე­ლო­დი, მით უფრო შენი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოს, მაგ­რამ... ხდე­ბა თურ­მე... არა მუ­შავს... მო­მი­ტე­ვე..."

გვან­ცა გვა­სა­ლია: "ეს პოს­ტი იმათ­თვი­საა, ვინც მომ­წე­რა. და­ცე­მაც უტ­რი­რე­ბაა, იმის აღ­სა­ნიშ­ნად რომ რაც არ უნდა გა­ა­კე­თო, მა­ინც მა­მა­ჩე­მი იქ­ნე­ბი და არ მი­ვი­ღებ იმ მო­ლო­დი­ნებ­სა თუ რჩე­ვებს რაც მომ­წე­რეს. მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ვერ ვი­სა­უბ­რებ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ, რა­ზეც ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, ის დავ­წე­რე. კარ­გად იცი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა და მასე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა არც მე მომ­წონს, მაგ­რამ ეს არ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ხალ­ხმა ჩემს მინ­და­ზე იცხოვ­როს და ჩემ­თვის არ მო­სა­წონ ადა­მი­ა­ნებ­თან ვე­რა­ფერ­მა სა­ერ­თომ ვერ გა­დამ­კვე­თოს. მაგ ხალ­ხთან ერ­თად მეც ვდგა­ვარ, იმ აქ­ცი­ებ­ზე ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და სწო­რი ხალ­ხიც. ვი­ღა­ცე­ბის არ მო­წო­ნე­ბის გამო რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­მარ­თლე­ბას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ვიჩ­ნევ სწო­რად. მჯე­რა, რომ კარ­გი გან­ზრახ­ვა გა­მოძ­რა­ვებს, მაგ­რამ ამ კარ­გი რა­ღა­ცე­ბის მიღ­წე­ვა დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია. არ ვიმ­სა­ხუ­რებ ამ გუ­ლის­წყვე­ტას, მამა. პო­ლი­ტი­კო­სი შენ ხარ, შენ უნდა გენ­დო­ბოდ­ნენ და შენი სჯე­რო­დეთ, ოჯა­ხის წევ­რს რომ მოს­წონ­ხარ და უყ­ვარ­ხარ, ეგ ხალ­ხის­თვის არა­ფერს ამ­ბობს".

ლაშა გვა­სა­ლია: "გვან­ცა, პო­ლი­ტი­კურ ველს სად ხე­დავ შენ? ფა­ლო­სი­თა და ქალ­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბით მოყ­ლურ­ტუ­ნე ხალ­ხთან? და ამ ხალ­ხს უნდა ევ­რო­პა? ესაა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ?ვის უნდა სჯე­რო­დეს ჩემი - უზ­ნეო არამ­ზა­დებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ, იმათ?"

გვან­ცა გვა­სა­ლია: "ყვე­ლამ ისე უნდა გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი თავი, რო­გორც სურს. მე მყავს ისე­თი წრე, რო­გო­რიც მომ­წონს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია და არ­ცაა სწო­რი მხო­ლოდ ჩემი მო­სა­წო­ნი ხალ­ხი და­ვა­სახ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს რო­დის, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში ან სად არ­სე­ბუ­ლა? ნუ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას არ ვგუ­ლის­ხმობ, გან­ვი­თა­რე­ბულ, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი.

ევ­რო­პა უნდა ყვე­ლას, ვი­საც თავ­ში ტვი­ნი აქვს, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა რა­მეს ეძებს მაგ ევ­რო­პა­შიც, შენ­თვის თუ ზნე­ობ­რი­ო­ბის მწვერ­ვა­ლია, ვი­ღა­ცის­თვის თა­ვის თა­ვად ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ღა­ცის­თვის მეტი და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, ვი­ღა­ცის­თვის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, სხვა ქვეყ­ნებ­ში მარ­ტი­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბის მი­ღე­ბის შან­სი და ა.შ ნე­ბის­მი­ე­რი მარ­ტი­ვი რა­მით და­წყე­ბუ­ლი, დიდი რა­მე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

არამ­ზა­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, ყველ­გან არი­ან, თუმ­ცა იქ არამ­ზა­და­ზე მეტი გუ­ლან­თე­ბუ­ლი, ნა­თე­ლი მო­მავ­ლის მო­სურ­ნე, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლაღი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა დგას. სწო­რედ მათ უნდა სჯე­რო­დეთ იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ვი­საც სა­კუ­თარ ხმად ირ­ჩე­ვენ, უბ­რა­ლოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­გის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს და ვცდი­ლობთ ისე გა­ვა­კე­თოთ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­და­ნა­წილ­დეს და ყვე­ლა ბერ­კე­ტი ერთი კა­ცის, ან ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს, რო­გორც ეს ნა­ცე­ბის დროს, ან ახ­ლაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე