ელზა პაპოშვილი
(15.07.2022)

უკრაინაში ომის 142-ე დღეა და რუსეთი კვლავ სამხედრო აგრესიას განაგრძობს.

23-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 117 ადამიანი. თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 40-ზე მეტი გასროლა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით. დაბომბილია რეგიონის 8 დასახლება.

სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეც. რის გამოც გაჩნდა ხანძრები, ამ დროისთვის ცეცხლი ყველა ლოკაციაზე ლიკვიდირებულია.  

უკრაინის ქალაქ მიკოლაივში დღეს დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში უკვე 10-ზე მეტი აფეთქება მოხდა. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე მიკოლაივის უნივერსიტეტი გახდა. 

ვინმეს რომ დალასში, სამედიცინო ცენტრზე განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას? განა ტერორიზმი არა? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვიდეომიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცლად ისაუბრა ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.

"მსოფლიოს არცერთი სხვა სახელმწიფო არ წარმოადგენს ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ყოველდღიურად რაკეტებით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები. ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ათ წლამდე ბავშვი და სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო ციფრები. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან. ჰოსპიტალიზებულთა შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია," – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.    

"პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, დაეხმაროს უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დასაცავად. 

"პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი, თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს ძალისხმევას, დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და დევნილი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერად", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტან მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა რუსების მთავარი მიზანია  დონეცკის ოლქი მთლიანად  დაიკავონ, როგორც ეს  ლუგანსკის შემთხვევაში მოხდა. ასევე  წინ ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით წაიწიონ. ამის შემდეგ კი ოპერატიულ პაუზას აიღებენ, რათა ოკუპაციის  გაფართოვება   მიკოლაევ-ოდესის მიმართულებით მოახდინონ. 

„ფრონტის ხაზზე სიტუაცია საკამოდ დრამატულია. განსაკუთრებით ეს ეხება დონეცკის რეგიონს. ფაქტიურად რუსები უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვით ეშელონს უახლოვდებიან. ეს არის სევერსკის და სოლედარის მიმართულება. გარკევული მონაცემებით რუსები ამ ქალაქების ნახევარს აკონტროლებენ. ბოლო მომენტია, რომ უკრაინელებმა სლავიანსკის და კრემატორსკის მისადგომები გაამაგრონ და მათ არ მისცენ საშულება ეს წინააღმდეგობის გრავიტაციის  ცენტრი დაკავებული იყოს. ამ ხაზის დაცემის შემთხვევაში,  რუსები ფაქტიურად მთლიანად დონბასის რეგიონს დაიკავებენ. ამ შემთხვევაში კი რუსებს სამწუხაროდ საკამოდ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული უპირატესობა ექნებათ. ისინი შემდგომ შეტევებს უკრაინის სხვა მიმართულებით უფრო უკეთესად განახორციელებენ. ეს კი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის  საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება. ამიტომაც როგორც ჩანს უკრაინელები ხერსონის და ხარკოვის მიმართულებით ყურადღებას  უფრო  გაამახვილებენ. აქ უკრაინელებს ბევრად მეტი უპირატესობა აქვთ და ხანჯლისებურ შეტევებს განახოციელებენ. რუსებს არ მისცემენ საშუალებას, რომ თავისი ძალების გადაჯგუფება და კონცენტრაცია  მოახდინონ“,-ამბობს  მაისაია „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ბოლო დღეებში უკარინული ქალაქების  მასობრივი დაბომბვა გამოიწვეულია იმით, რომ დონეცკის  რეგიონში ახალი დასავლური საბრძოლო ტექნიკა ამუშავდა. საუბარია  ჰაიმერსებზე, რომელიც უკარინელებს მეტ სტრატეგიულ უპირატესობას მისცემს. ამით რუსებთან საბრძოლო ძალის  თანაფარდობა მოხდა. სწორედ ამის  გამო რუსები ამ ახალ საბრძოლო ტექნიკაზე ნადირობენ და უკრაინული ქალაქების მასობრივი დაბომბვები დაიწყეს.  

„უკრაინელები ახლა 290 ერთეული  პოლონური წარმოების საბრძოლო ტანკებს მიიღებენ, ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ ხანლჯლისებური შეტევები განახორციელონ.  რუსები ახლა უკრაინის  ქალაქების გაშმაგებულ დაბომბვებს იმიტომ ახორციელებენ, რომ უკრაინელები ჰაიმერსების ჩამოსვლას ელოდებინ. კიდევ რამოდენიმე ზალპური - საალტირელიო სისტემების გადაცემას. როგორც ჩანს რუსული მხარე ამ საარტილერიო სისტემებზე ნადირობს. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა, რადგანაც იციან, რომ კიდევ დამატებით 4 ჰაიმერსების ამოქმედება დონბასის მიმართუელბით, რუსებს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. განასკუთრებით მაშინ, როცა რუსები ასიმეტრიულ ტაქტიკურ საბრძოლო მოქმედებაზე გადავიდნენ. უკრაინელებმა რუსებისგან ე.წ. გამოფიტვის სამხედრო სტარტეგია გადმოიღეს, რაც ითვალისწინებს იმას, რომ რუსებს სიღრმეში საკომუნიკაციო ცენტრებს, ლოჯისტიკის უზრუნველყოფის და მართვის ცენტრებს უნადგურებენ“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე