რეზონანსი
(04.07.2022)

მკვლელობა მარნეულში - 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"კურიერმა" მოკლულის ვინაობა გაარკვია - 45 წლის კაცი ვილალაიათ ორუჯოვია. ჩასაფრებულმა მამაკაცმა მას ცეცხლი გაუხსნა და 7 ტყვია გაისროლა.

ცეცხლსასროლი იარაღი ეჭვმიტანელმა ადგილზე დატოვა, რაც შეეხება მოტივს, ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულსა და ეჭვმიტანელს წარსულში პირადი დაპირისპირება ჰქონდათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე