რეზონანსი
(28.03.2023)

რუსეთის ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი დროებით ორ დასახლებულ პუნქტს ააშენებენ უკრაინულ სოფლებში, ლვოვსა და პოსტავაში, - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

პროექტის დასაფინანსებლად $12,3 მილიონი დოლარი გამოიყოფა. როგორც Reuters წერს, ბრიტანეთი თითქმის 118,000 უკრაინელ დევნილ ოჯახს მასპინძლობს, თუმცა ზოგ მათგანს მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება უჭირს.

ბრიტანეთის მთავრობის თქმით, სოფლებში 700-მდე ადამიანის დასახლება იქნება შესაძლებელი, რაც მილიონობით დევნილთან შედარებით ძალიან მცირეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე