რეზონანსი
(18.04.2024)

ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ფარისევლობას, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ შერჩევით მიდგომას, რაც კონკრეტულ სუბიექტებს და კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სწორედ ამიტომ არ სჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს ამ პოლიტიკური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო თუ მედია ჯგუფების. ისინი მხოლოდ და მხოლოდ შერჩევითად, როცა მათ სჭირდებათ და აწყობთ, მაშნ ახდენენ რეაგირებას. სამაგიეროდ არანაირი შეფასება, არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, როდესაც ჟურნალისტებზე იყო თავდასხმა, ჟურნალისტების მიმართ იყო პირდაპირ ხელშეშლა მათი საქმიანობის დროს და იყო წარმოუდგენელი შეურაცხყოფა", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე