რეზონანსი
(18.04.2024)

როგორც „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე. ყველამ ნახა რა ამაზრზენად ეძველბიჭებოდა პოლიციელებს

„ელისაშვილი როგორც პოლიტიკოსი დასრულდა უკვე. ყველამ ნახა რა ამაზრზენად ეძველბიჭებოდა პოლიციელებს, აწვებოდა და ა.შ. კარგად იცის მან, რომ პოლიციელი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, იცავს მართლწესრიგს, ჰყავს ოჯახი და უფრო მეტი ღირსება გააჩნია ვიდრე თავად ბატონ ელისაშვილს, გააკეთებს იმას, რაც არის კანონი", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ალესანდრე ელისაშვილმა გუშინ ღამით კანცელარიაში შეჭრა სცადა, პოლიციამ განარიდა და ახლა პოლიციის წინააღმდეგ ჩივის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე