რეზონანსი
(19.04.2024)

მე არ მინახავს არანაირი თავდასხმა, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შესახებ დასმულ კითხვას.

„სრული უფლება აქვთ. შეგეხოთ ვინმეს რამე? მათთვის მიუღებელი ხართ ალბათ და იმიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან“, - განაცხადა კვეკვესკირმა.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე