რეზონანსი
(19.04.2024)

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, საზოგადოება მიხვდა, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები, არ არსებობს.

„ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის შეთავაზების შემდგომ, თუ ვინმეს, განსაკუთრებით უცხოელ დიპლომატს ჰქონდა კითხვები, ქვეყნის პირველი პირია მზად, რომ გასცეს პასუხები. საზოგადოება მიხვდა, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები, არ არსებობს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გუშინ ისევ გააპროტესტეს. პარლამენტის წინ. ორგანიზატორები ამჯერად მოძრაობები - „ჯიუტი“ და „დაფიონი“ იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე