რეზონანსი
(19.04.2024)

ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის ორგანიზაციების მიერ დეკლარაციის შევსებასა და საქართველოს ევროინტეგრაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმა დანაშაული და უსამართლობაა მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის გამო გვთხოვდნენ, თურმე სასჯელიდან უნდა გაგვათავისუფლებინა. ცხადია, მაშინ ამ უსამართლობას არ დავთანხმდით, რაც კანონის უზენაესობას დიდ შეურაცხყოფას მიაყენებდა. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ მაშინ მართლები ვიყავით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მივაღწიეთ და სტრასბურგის სასამართლოში საქმეებიც მოვიგეთ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე