რეზონანსი
(20.04.2024)

პარლამენტში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს პარტია „ხალხის ძალის" გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვენი მხრიდან მთავარი კითხვა - თუკი გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში დასავლურია, საქართველოში რატომ არის ის რუსული? ამიტომ, ჯობია, ვიმსჯელოთ. პირველი მოსმენით კანონი მიღებულია და მეორე მოსმენისთვის საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, არგუმენტებით ჩავანაცვლოთ კანონპროექტის წაუკითხაობა და უსაფუძვლო პროტესტი. საფუძვლიანად და შინაარსობრივად ვიმსჯელოთ - ჩვენი შეთავაზება ისევ რჩება შეთავაზებად", - განაცხადა ხუნდაძემ.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომავალი კვირიდან განახლდება. მეორე მოსმენაზე, პროცედურა მუხლობრივ განხილვას ითვალისწინებს, შესაბამისად ოპოზიციას მოუწევს არგუმენტების წარდგენა, რატომ ეწინააღმდეგებიან კანონ პროექტს. მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმიან დისკუსიაზე ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონ პროექტის შესახებ რადიკალები ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე