რეზონანსი
(20.04.2024)

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სოფელ დვანთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ორი კონსტრუქცია განათავსეს.

კონსტრუქციები რუსმა სამხედროებმა 300-მეტრიანი დაშორებით დაამონტაჟეს. ისინი მავთულხლართებიდან დაახლოებით 20-30 მეტრით არის დაშორებული.

როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპირებულ ნაწილში პერიოდულად ხორციელდება უკანონო სამუშაოები, რაზეც ცენტრალურ ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. მათივე ცნობით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე