რეზონანსი
(20.04.2024)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ერთ სულზე საშუალო თვიური ხარჯები 300.8 ლარს შეადგენს, საიდანაც ყველაზე მეტი 125.6 ლარი (41.8%), სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე, ხოლო ყველაზე მცირე, 7.1 ლარი (2.4%) კი განათლებაზე მოდის.

ბოლო 20 წლის მანძილზე, ხარჯები ყველა მიმართულებაზე მინიმუმ 4-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 20-ჯერ გაიზარდა, განათლებაზე კი 1.9-ჯერ.

მონაცემები შემუშავებულია შინამეურნეობების მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა შესაბამისობაშია ხარჯების ინდივიდუალურ კლასიფიკატორთან (COICOP).

2002-2016 წლები გადაანგარიშებულია მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით; 2017 წლიდან შერჩევის ჩარჩოს წარმოადგენს მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემთა ბაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე