რეზონანსი
(25.04.2024)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, "გამჭვირვალობის კანონპროექტის" და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.

„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:

1. სააკაშვილის გათავისუფლება;

2. ივანიშვილის დასანქცირება;

3. გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;

4. ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს...

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით! ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!", - წერს რატი იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე