რეზონანსი
(26.04.2024)

გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ „საქსტა­ტის" მო­ნა­ცე­მებს შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის ქრო­ნი­კა - რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, 2012 წლი­დან დღემ­დე, ბა­თუ­მი და ქუ­თა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან გაქ­რა, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა და­ი­ცა­ლა და თუკი ასე გაგ­რძელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არც სა­მუ­შაო ძალა გვექ­ნე­ბა და არც ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა, რო­მე­ლიც თუნ­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, ქვე­ყა­ნას და­ი­ცავს.

რო­გორც გო­ცი­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გზით უნდა წა­ვი­დეს.

„გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ მო­ნა­ცე­მებს შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის ქრო­ნი­კა. ვე­ლო­დით, რომ ქვე­ყა­ნა იც­ლე­ბო­და, გარ­ბო­და ხალ­ხი უმუ­შევ­რო­ბი­სა და უამ­რა­ვი სხვა პრობ­ლე­მის გამო, მაგ­რამ ის რი­ცხვე­ბი, რაც ახლა ჩვენ ვნა­ხეთ, ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს აჭარ­ბებს. გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა 163 480-მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ. თუ არ არის კა­ტას­ტრო­ფა, რა უნდა ვუ­წო­დოთ ამას?! ამა­ვე პე­რი­ოდ­ში დაბ­რუნ­და 92 000 ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე და უარ­ყო­ფით­მა სალ­დომ შე­ად­გი­ნა 72 000 კაცი, მა­შინ რო­დე­საც შარ­შან უარ­ყო­ფი­თი სალ­დო იყო 46 000, შარ­შან წინ 40 000. 2012 წლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა 943 000-მა ჩვე­ნა მო­ქა­ლა­ქემ. უკან დაბ­რუნ­და 626 000 და უარ­ყო­ფით­მა სალ­დომ შე­ად­გი­ნა 316 000. ანუ, 2012 წლი­დან დღემ­დე რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ბა­თუ­მი და ქუ­თა­ი­სი გაქ­რა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა და­ი­ცა­ლა. თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არც სა­მუ­შაო ძალა გვექ­ნე­ბა და არც ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თუნ­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ქვე­ყა­ნას და­ი­ცავს. გა­მო­სა­ვა­ლი არის ერთი რამ - ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა წა­ვი­დეს. გვაქვს ამის შან­სი. დარ­ჩა 5-6 თვე და არ­ჩევ­ნე­ბის გზით უნდა მო­ვი­ცი­ლოთ ის რე­ჟი­მი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე