რეზონანსი
(26.04.2024)

ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომელიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებაზე და კეზერაშვილის ვითომ მედია მენეჯერობაზე.

„ბოლო მოწვევის სესიაა და ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა, რაც არ იქნება ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ვიცით, უვიზო მიმოსვლა როგორ გაიცემა და ამას როგორი თანხმობა სჭირდება. ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება, თუმცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი კორუფციაში მხილებული და მალე „ფარაში" ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე