რეზონანსი
(26.04.2024)

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:

"პრინციპულად არასწორი მგონია 29-ში აქციაზე გამსვლელი ხალხისთვის რუსების ძახილი. ორივე აქციაზე გადიან ქართველები, რომელთაგან ვიღაცას თავისუფალი ნება შეზღუდული არ აქვს, ვიღაცა რისკავს, ვიღაცას გმირობა შეუძლია, ვიღაცას ნება შეზღუდული აქვს და ვერ რისკავს. კი, სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალია და ყველაფერი გვერდითაა გადასადები, მაგრამ რთულია განსჯა, როცა სახლში წვრილი შვილი გყავს, რომელსაც შია და ხელისუფლების გადმოგდებული გროშები ფიზიკური არსებობის საკითხია. მთელი ბრაზი და წნეხი ოცნებაზეა გადასატანი, რომელიც ადამიანებს (ქართველებს) ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს.

29-ის აქციაზე ბევრი ადამიანი იდგება, რომელიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება, თავისთვის და თავისი შვილებისთვის ევროპა უნდა და უბრალოდ აქციაზე მისვლა იძულებით უწევს.

ეს ფილმი ნანახი გვაქვს. ასე ძალადობენენ მოხელეებზე ნაცები მილევად რეჟიმში და არჩევნები ზუსტად იმ უბნებზე წააგეს, სადაც საჯარო მოხელეებს ზოგს საჩუქრად და ზოგს იაფად ბინები ჩამოურიგეს. ამიტომ, 29-ში აქციაზე მყოფი ხალხი თავის გადამწყვეტ არჩევანს 26 ოქტომბერს გააკეთებს.

ჩვენი ამოცანა კი ის უნდა იყოს, ხალხი ერთმანეთს არ დავაპირისპიროთ, რაც მხოლოდ რუსეთის და ივანიშვილის ინტერესშია." - აცხადებს მეზვრიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე