რეზონანსი
(01.05.2024)

პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და გურამ მაჭარაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის-ერთ-ერთ დერეფანში. გურამ მაჭარაშვილს მედიის წარმომადგენლები წერდნენ, რა დროსაც მასთან მიიჭრა ანი წითლიძე და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.

დეპუტატებმა ერთმანეთს უწოდეს მონა, მოღალატე. ინციდენტში ჩაერთო თინა ბოკუჩავაც, რომელმაც გურამ მაჭარაშვილს მოღალატე უწოდა. ამ დროისთვის პარლამენტში ვითარება განმუხტულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე