რეზონანსი
(04.05.2024)

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუშვებთ ეს ქვეყანა ისევ თქვენს ხელში ჩავარდეს? პატარა საქართველო ორად გახლიჩეთ, დააჭმევინეთ და დააპირისპირეთ ქართველი ხალხი ერთმანეთს. თქვენ სიძულვილის ენა დანერგეთ.

ახალგაზრდები გამოიყენეთ სათქვენოდ, აურიეთ ტვინი, გონება და ის აფიქრებინეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქ არ ვდგავართ, რუსეთი გვინდა და იმ კანონს „ვაპრავებთ" , რომელიც თქვენი თქმით რუსულ ნარატივზეა აწყობილი. სინამდვილეში თქვენ ხომ რუსულს კი არ ებრძვით, ერთადერთი თქვენი მიზანი მთავრობის შეცვლა, რევოლუცია, ქვეყნის არევა და მმართველობის ხელში ჩაგდებაა.

ეს კანონი კი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები. რას არ დათმობდნენ და რისთვის იბრძოლებდა ეს თაობა. თქვენ ის ხალხი ხართ, რომელმაც ჰესები რუსებს მიყიდეთ, კობა ნაყოფია და გრიგოლ ვაშაძის მორალი გვასმენინეთ (ამ ადამიანებს ყველაზე დიდი კავშირები აქვთ რუსეთთან და რუსულ ფულთან). თქვენმა ლიდერმა ყველაფერი ქნა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი ყოფილიყო. ეს ის მწირი ჩამონათვალია თქვენი „რუსული" საქმეებისა, რომელიც 9 წელი არ შეგიჩერებიათ. ამ ყველაფრის მერე თქვენ, უტიფრად ახალგაზრდებს აჯერებთ, რომ ქართული ოცნებას და ბნ. ბიძინა ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავთ ჩვენი ქვეყანა? ვერც ერთ მუხლს დაასახელებთ, რომელიც არ არის ამერიკულ და ევროპულ კანონში.

ყველა დანაშაული ისჯება კანონით. მაგ: მკვლელობა ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე დანაშაულია და შეიძლება სხვანაირად დაკვალიფიცირდეს საქართველოში? რადგან რუსეთშიც მკვლელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენთანაც, ესიგი ესეც რუსულია? გავაუქმოთ კოდექსი? ეს კანონი არის ამერიკაშიც, ევროპაშიც და რუსეთშიც. თუ კარგად წაიკითხავთ და გაერკვევით მიხვდებით, რომ ჩვენი კანონი ევროპულის ანალოგია, ხოლო რუსული-იდენტურია ამერიკულის. პ.ს. თქვენ ჩვენი ქვეყნის მტრები ხართ, ამდენი წელი წამლავდით ქართველ ხალხს და ახლა მაინც დაანებეთ ჩვენს მომავალ თაობას თავი, მიეცით საშუალება სწორად გაიგონ ამ კანონის არსი და შინაარსი", - წერს ზურა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე