რეზონანსი
(04.05.2024)

ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ქუთაისში, კოპიტნართან. "გურიანიუსის" ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

„საშინელებაა. დაშავებულები ძირს ეყარნენ. ადგილზე სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებია“, - თქვა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე