რეზონანსი
(07.05.2024)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ინფორმაციით, განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა.

გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება.

„გათავისუფლეს ინალ არძინბა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაევალოს აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი ტუჟბას “, - ნათქვამია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე