ელზა პაპოშვილი
(18.03.2024)

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ძვირად ღირებული ჩანთების ქურდობისთვის დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, 35 წლამდე კაცი მაშინ აიყვანეს, როცა ის ჩანთების ლომბარდში ჩაბარებას ცდილობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი სხვადასხვა ბრენდული მაღზიებიდან ჩანთებს მაისურში მალავდა და ისე გამოჰქონდა. 

თუმცა, მედია არ ასახელებს იმ ბრენდების სახელებს, რომელსაც მამაკაცი იპარავდა. პოლიციამ სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგად  მამაკაცის ვინაობა დაადგინა და მისი ძებნა დაიწყო. საბოლოოდ კი ერთ-ერთ ლომბარდში დააპატიმრეს.  

„როგორც ცნობილია საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი ძვირადღირებულ ჩანთებს იპიარავდა. ის მაღაზიაში შედიოდა და მაისურში ჩანთებს მალავდა, რის შემდეგაც მაღიზიას ტოვებდა. მან ამ ხერხით რამდენიმე ასეთი ბრენდული მაღაზია გაძარცვა. შემდეგ კი მას ლომბარდში აბარებდა. კამერების დათვალიერების შემდეგ კი მისი იდენტიფიცირება მოხდა და დაკავებაა სწორედ მაშინ მოვახერხეთ, როცა ჩანთების გაყიდვას ციდლობდა. რამდენია ჯამში ზარალი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჩანთები ძვირადღირებულია, ამიტომ ზარალი არ არის მცირე რაოდენობის“,-ამბობს საქმის გმომძიებელი.          

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე