ელზა პაპოშვილი
(27.03.2024)

საბერძნეთში 19 წლის ქართველის მიერ ჩადენილი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ათენში ქართველმა ჯერ სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, შემდეგ კი სკოლის დირექტორი მუცელში დანით დაჭრა. ბერძნული მედია, ახალგაზრდა ქართველის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივად შურისძიებას ასახელებს. 

ირკვევა, რომ ჩაქუჩით ნაცემი მოსწავლე მის უმცროს ძმას სისტემატიურად ჩაგრავდა. ძმას, რომელიც ამ სკოლაში სწვალობდა, ნიგერიის მოქალაქესთან კონფლიქტი ჰქონდა. უფროსი ძმა კი სკოლაში სწორედ მასთან საქმის გასარჩევად მივიდა. მან მოსწავლეს თავის არეში დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა. ხოლო კონფლიქტის შესაჩერებლად ადგილზე მისული დირექტორი დანით დაჭრა. ამის შემდეგ ის სკოლის სარდაფში იმალებოდა. ის პოლიციამ დააკავა. მედია წერს, რომ მან სამართალდამცველებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია.   

„გამოძიებით დადგინდა, რომ 19 წლის საქართველოს მოქალაქე, უმცროსი ძმის სკოლაში, მის კლასელთან საქმის გასარჩევად მივიდა. როგორც იკვეთება,  ძმას კონფლიქტო ჰქონდა ნიგერიის მოქალაქესთან. მან შურისძიების მოტივით, მოსწავლეს ჯერ სცემა, შემდგე კი დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა. 

ადგილზე მისულ სკოლის დირექტორს კი, რომელიც სიტუაციის განმუხვტვას ცდილობდა, დანით ჭრილობები მიაყენა. მან ძალადობა პოლიციის მიმართაც სცადა და სამართალდამცველის დაჭრაც სურდა.  

დაკავებული მომხდარის შემდეგ სკოლის სარდაფში იმალებოდა. მისი ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის იარაღი - ჩაქუჩი და ორი დანა, ასევე ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი. მას ბრალი სერიული განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ნარკოტიკისა და ცივი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს“,-ამბობს საქმის გამომძიებელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე