ნაზი ბერიძე
(26.01.2023)

რუსი ოკუპანტების ქვედანაყოფებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მობილიზებული ჯარისკაცების მიმართ უყურადღებობა, მათი დამცირება და ცემა. პრობლემას იმდენად მძიმე ხასიათი აქვს, რომ როგორც გამოცემა „უნიანთან" უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანა მალიარი აღნიშნავს, დაჭრილ ოკუპანტთა უმეტესობა დროული პირველადი სამედიცინო დახმარების არაღმოჩენის გამო იღუპება. ამასთან, რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მამაკაცების მასობრივ იძულებით მობილიზაციას ახორციელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალი, როგორც წესი, მობილიზებულებს ყოველგვარი წვრთნისა და მომზადების გარეშე ფრონტის წინა ხაზზე აგზავნის, რაც იწვევს მასობრივ ადამიანურ დანაკარგებს. ამავდროულად, სწორედ ეს კატეგორია ყველაზე მეტად განიცდის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან უყურადღებობას," - განაცხადა თავდაცვის მინისტრის უფროსის მოადგილემ.

გარდა ამისა, ანა მალიარი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების მახასიათებელ კომპონენტად ბულინგსა და მობილიზებულ ადამიანებისთვის სხეულის დაზიანებების მიყენებას ასახელებს. სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირებასა და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების არაღმოჩენის ფაქტორზე მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე