ნატალია ჯვარიძე
(20.03.2024)

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ- შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული. მათი თქმით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 300 პირი დაკითხეს და 160 მათგანი ისრაელში შემდგომი დაკითხვისთვის გადაიყვანეს.

„ისრაელის არმიას შეუძლია ჰამასის დაჯგუფების განადგურება, თუმცა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. საერთაშორისო ორგანიზაციებს ისრაელისთვის დახმარების პაკეტი გაყინული აქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვებზე არიან დამოკიდებული" - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომლის თქმითაც, შესაძლოა, „ჰუსიტების" და „ჰამასის" მოკავშირეობამ კიდევ უფრო გააძლიეროს დაპირისპირება და ახალი ტალღა დაიწყოს.

„საბრძოლო მოქმედებებისთვის ისრაელში კლიმატური პირობები ახლა უკვე ხელსაყრელია. ამის ფონზე ისრაელმა ახალი ტიპის საომარი მოქმედებები დაიწყო, რათა მთლიანად ღაზა სექტორი დაიკავოს და ტერორისტებისგან გაათავისუფლოს.

„ისრაელის არმიას შეუძლია ჰამასის დაჯგუფების განადგურება, თუმცა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ისრაელისთვის დახმარების პაკეტი გაყინული აქვთ, იგი უკრაინისგან განსხვავებით დამოკიდებული არ არის სხვა ქვეყნის დახმარებაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ჰამასასაც სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს. შესაძლოა ამან კიდე გამოიწვიოს ახალი ტალღის დაწყება. ჰუსიტების მხრიდან ჰამასის მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს დაპირისპირებას და ასე მარტივად დასრულება რთულია".- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ისრაელის ინფორმაციით, ალ- შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 90-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარისკაცებმა ტერორისტების ლიკვიდაცია განახორციელეს და საავადმყოფოს ტერიტორიაზე იარაღი ამოიღეს, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და არჭურვილობისთვის თავიდან აიცილეს ზიანის მიყენება. ტერორიზმში ეჭვმიტანილი 300 პირი დაკითხეს და 160 მათგანი ისრაელში შემდგომი დაკითხვისთვის გადაიყვანეს".- ნათქვამია თავდაცვის ძლების განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია ორშაბათს დაიწყო. როგორც მათ განაცხადეს, ეს ნაბიჯი განპირობებულია ტერორისტული აქტივობის აღკვეთისთვის. მათივე თქმით, საავადყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასი" და „ისლამური ჯიჰადი" თავიანთ ტერორისტებს აწვდიდნენ.

პალესტინის მთავრობამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ქმედებები იყო ომის დანაშაული და იმას, რასაც საოკუპაციო ძალები ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის წინააღმდეგ აკეთებენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის მეოთხე კონვენციის აშკარა დარღვევაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე