გვანცა წულაია
17.04.2024

უკვე სამი დღეა თბილისში საპროტესტო აქციები არ წყდება. პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია "უცხური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა. პოლიტიკურ ვნებათაღელვას ეკონომიკაზე ხშირ შემთხვევაში გავლენა აქვს, გააჩნია პროტესტის ხანგრძლივობას და მასშაბურობას. საინტერესოა, ეკონომიკურ განვითარებას და სტაბილურობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რამდენად შეუშლის ხელს.

გვანცა წულაია
16.04.2024

თბილისში ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, რასაც უბრანისტების და ექსპერტები დიდ პრობლემად აღიქვამენ. საქართველოს დედაქალაქზე წნეხი მუდმივად იზრდება, თუმცა გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.

ირმა ჩიტაია
16.04.2024

ზაფხულის ტურისტულ სეზონს სექტორი გაზრდილი ფასებით შეხვდება. მომსახურების ყველა სეგმენტში ფასები მატულობს. ამ დროისთვის უკვე 20-25%-იანი გაძვირება შეინიშნება. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასები მოიმატებს, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. სეზონი აქტიურია, დაინტერესება დიდია და ჯავშნები ყველა მიმართულებით მზარდია.

გვანცა წულაია
16.04.2024

ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებაში შესაძლოა, სხვადასხვა სახის ცვლილებები შევიდეს. საუბარია, პირველადი ტექინსპექტირების საფასურის ზრდაზე და თავად ცენტრების კონტროლის გამკაცრებაზე. რატომ დადგა ამ ორი მიმართულებით ცვლილების ის აუცილებლობა?

ქეთო გოგოხია
16.04.2024

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის ყველა ძირითადი პროგრამა გრძელდება. სოფლის განვითარების სააგენტო წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტსა თუ პროგრამას. მათი ძირითადი ნაწილი ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგად ცნობილია, დარგში არსებული გამოწვევებისა და ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით ცვლილებები შედის არსებულ პროგრამებში, იმადროულად ემატება ახალი პროგრამები.

ქეთო გოგოხია
15.04.2024

შუა დერეფნის როლი მუდმივად იზრდება, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ტენდენცია არ შეცვლილა. ახლა მთავარი გამოწვევაა, როგორ აუვა საქართველო ტვირთებზე გაზრდილ მოთხოვნას. განსაკუთრებით საყურადღებოა შუა აზიის ქვეყნები, საიდანაც მოთხოვნა არნახულად გაიზარდა და ქვეყანას მათი მომსახურება უფრო და უფრო უჭირს.

ქეთო გოგოხია
15.04.2024

საქართველოში უმუშევრობის დონე მკვეთრად შემცირდა, რაც დიდწილად მაღალი ემიგრაციის ,,დამსახურებაა", თუმცა ამ პროცესზე გარკვეული გავლენა ბიზნესის მხრიდან კადრებზე მაღალი მოთხოვნითაც არის გამოწვეული. გამოწვევა მაინც რჩება და  უმუშევრობის შემცირების დადებით ეფექტს საზოგადოება მაინცდამაინც ვერ გრძნობს. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობა 11,7%-ია და ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებულ შეფასებას ეყრდნობა.

გვანცა წულაია
15.04.2024

მსახიობებისა და ფეხბურთელების შემდეგ „გამჭვირვალობის“ კანონპროექტში ბინზესის ჩათრევის ნიშნები გამოიკვეთა. კერძო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მთავრობის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავს და სხვებსაც მოუწოდებს ხელისუფლებას და საზოგადოებას დაუპირისპირდეს. ასეთი პოლარიზაცია ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ირმა ჩიტაია
11.04.2024

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირების ნაცვლად, იზრდება. ამასთან ამ შემთხვევის დროს დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობამაც. სტატისტიკას თუ გადავხედავთ გაზრდილია ლეტალური შედეგიც. პრევენციას არათუ სასურველი შედეგი, არამედ უკეშედეგი მოაქვს.

გვანცა წულაია
11.04.2024

მსოფლიოში მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა სულ უფრო მეტად იკლებს და შედეგად ფულის თვითღირებულება ეცემა. თანაც, გლობალურად ბევრი ფული "იბეჭდება", რაც შემდგომში ვალუტების გაუფასურებას იწვევს. ასეთ სიტუაციაში კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ოქროს დარეზერვება უსაფრთხო ნაბიჯი.

ქეთო გოგოხია
10.04.2024

ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. გლობალურ ბაზრებზე ძვირფასი ლითონი კატასტროფულად არის გაძვირებული და მოლოდინიც ძალიან პესიმისტურია. უცხოელი ანალიტიკოსები უკვე თამამად საუბრობენ, რომ ოქროს ღირებულება შეიძლება 3500 დოლარამდე გაიზარდოს, თუ ინფლაციაც მოიმატებს. ასეთი ფასი მსოფლიოს არ ახსოვს. პროცესს ბუნდოვანს ხდის ის გარემოებაც, რომ ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ბაზრებზე დიდი გაურკვევლობაა.

გვანცა წულაია
09.04.2024

საქართველოს მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს. მოქალაქეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი. ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება და შესაბამისად, ერთ მოქალაქეს, საშუალოდ, 4068 ლარი ჩამოეწერება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×