გვანცა წულაია
26.03.2024

ბიზნესი სხვადასხვა სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ითხოვს. საუბარია ისეთ მიმართულებებზე, სადაც კადრების განსაკუთრებული დეფიტიცია. სწორედ სამუშაო ძალიან ნაკლებობისა და კვალიფიციური მუშახელის სიმცირით ხსნის კერძო სექტორი ამ მოთხოვნას, თუმცა ადამიანთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მსგვასი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს დასაქმებულთა მდგომარეობას.

ქეთო გოგოხია
26.03.2024

მოსავლიანობის კუთხით წელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი.  ამის პირობას იძლევა  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები და, თავის მხრივ, გააქტიურებული ფერმერული საქმიანობა. მთავარია, ამ ყველაფერს ბუნებამაც შეუწყო ხელი, სხვა წინააღმდეგობა რეგიონების მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს, რაზეც უკვე თამამად საუბრობენ და აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თადარიგი უკვე დაიჭირეს.

ქეთო გოგოხია
25.03.2024

ეროვნული ბანკის ინტერვენციები, მისი მონაწილეობა სავალუტო პლატფორმაზე და ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება ლარის კურსისთვის საზიანო აღმოჩნდა. ფაქტია უკვე 2 კვრაა ეროვნული ვალუტა უფასურდება. სხვადასხვა ფაქტორს შორის სპეციალისტები ღიად ასახელებენ "ბიმატჩ" პლატფორმას, სადაც სებ-ის მოანწილეობა გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

ირმა ჩიტაია
25.03.2024

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებით უკვე მცირე და საშუალო ბიზნესი ზარალდება. მასშტაბი იმდენად დიდია, რომ თითქმის ყოველდღიურად ხდება ძარცვის შემთხვევები. პრობლემის სიმწვავეზე საუბრონებ სფეროს დარგის სპეციალისტებიც. ბიზნესს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უჭირს პრობლემასთან გამკლავება.

ქეთო გოგოხია
25.03.2024

საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის საყურადღებო ელემენტად რჩება. ეს ეხება როგორც ბენზინს, ასევე დიზელის საწვავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ხარისხის მაღალი სტანდარტი გააჩნია, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე. კვლევებიც ცხადყოფს, რომ ბაზარზე გარკვეული რისკები არსებობს, რაც დასაძლევია.

გვანცა წულაია
21.03.2024

საქართველოს დერეფანი კვლავ აქტიურად მუშაობს და ქვეყნის გზითსარგებლობის მაჩვენებელი სულ უფრო მეტად მატულობს. ინტერესი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით გაძლიერებულია, ჯერ კიდევ მზარდია, მაგრამ საინტერესოა, რა რესურსი გააჩნია საქართველოს, ქვეყნის ინფრასტრუქტურა რამდენად შეძლებს გაზრდილი ტვირთნაკადების შემდგომშიც უპრობლემოდ მომსახურებას?

გვანცა წულაია
21.03.2024

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი გაიზარდა და მისმა ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ძვირფასი ლითონი, როგორც საიმედო საინვესტიციო კაპიტალი გაძვირდა და 1 უნცია ლამის 2200 დოლარს გაუტოლდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2 500-იან ნიშნულსაც გადასცდება.

ირმა ჩიტაია
21.03.2024

კომერციულ ობიექტებში და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში ქართულენოვანი წარწერების ვალდებულება ხშირად არ სრულდება. არაერთი შემთხვევაა, როცა აბრივიატურები თუ ნებისმიერი სხვა შინაარსის წარწერები უცხოურია, რითაც კანონით გათვალისწინებული პირობები უხეშად ირღვევა და მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა იზღუდება.

ქეთო გოგოხია
20.03.2024

ძველი შენობების რეაბილიტაციის საკითხის მოუგვარებლობა უკვე დიდი პრობლემა ხდება და უსაფრთხოების რისკებიც იზრდება. ძველი სახლები ინგრევა, რადგან ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია გაუვიდა. შესაბამისად, სახელმწიფომ გარკვეულ ზომებს უნდა მიმართოს და ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლება შეძლოს ან სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს იმ ობიექტებზე, რომლებიც გამაგრებას ჯერ კიდევ ექვემდებარება.სხვა გამოსავალი არ არსებობს, რაზეც ურბანისტები უკვე პირდაპირ საუბრობენ და დედაქალაქის მერიას ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

გვანცა წულაია
20.03.2024

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ქვეყანაში მათი წილი მთლიან მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9.8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22.4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა.

გვანცა წულაია
20.03.2024

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ ლარი საგრძნობლად გაუფასურდა. ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას კურსზე ირიბი გავლენა აქვს და თუ გაუფასურება რამდენიმე კვირა გაგრძელდება, უკვე სამომხმარებლო პროდუქტებიც გაძვირებას დაიწყებს. 

ირმა ჩიტაია
19.03.2024

მსუბუქი ავტომობილების იმპორტში მკვეთრი კლებაა. მიზეზად ექსპერტთა ნაწილი არასწორი რეგულაციების შემოღებას მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ, რომ 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტის ქართულ ავტობაზარს მძიმე ტვირთად დააწვება.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×