რეზონანსი
29.03.2024

ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. მისი მთავარი მოსარგებლეები არიან სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება სტარტი, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული, - ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის უნივერსიტეტში რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომელზეც ის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სტუდენტებს კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას აცნობენ.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. მისი მთავარი მოსარგებლეები არიან სტუდენტები, კურსდამთავრებულები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება სტარტი, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. სტუდენტებთან ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა, დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრა. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ამის საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ხაზს გავუსვამთ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო წინა შეხვედრა და ველოდებით ასეთივე საინტერესო დისკუსიას. მინისტრი გიორგი ამილახვარი წარმოადგენს ჩვენს პირველად ხედვას პროგრამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმზე", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×