რეზონანსი
17.04.2024

„დღეს მოვინახულე დაკავებულები და მომიყვნენ შემაძრწუნებელი ისტორია თუ როგორ იძალადა ხარებამ, ხარებას დაჯგუფებამ მათზე" - ამის შესახებ იურისტმა ლაშა ტყეშელაძე განაცხადა. 

დაკავებულები ადვოკატს ეუბნებიან, რომ მათ "ხარება" თან უღებდა, ძალადობდა და აყენებდა შეურაცხყოფას.

ლაშა ტყეშელაძე პროკურატურას მიმართავს, რომ მოძალადეებს ბრალი წარუდგინოს. 

“ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ ძალადობენ სკოლის მოსწავლეებზე, თუ როგორ ძალადობენ თავისუფალ ადამიანებზე. როგორ იძალადეს დაკავებულებზე, ეს ადამიანები დღემდე არიან საავადმყოფოში. დღეს მე მოვინახულე ეს ადამიანები და მომიყვნენ შემაძრწუნებელი ისტორია თუ როგორ იძალადა ხარებამ, ხარებას დაჯგუფებამ მათზე. როდესაც ამ ადამიანებს უკვე ბორკილები ედოთ, პოლიციის მანქანაში მივიდა ხარება თავის კრიმინალ დაჯგუფებასთან ერთად, თან უღებდა, თან ძალადობდა და აყენებდა შეურაცხყოფას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე დღეს მთავარ პროკურორს მოვუწოდებ,რომ ეს ადამიანები გააჩეროს. ესენი არიან კრიმინალები და წაუყენოს ბრალი. მე მოვუწოდებ სახალხო დამცველს გამოვიდეს და ხმამაღლა ისაუბროს ამ კრიმინალებზე. დღეს დუმილი არის ორმაგი დანაშაული. მე პოლიციის თანამშრომლებს მოვუწოდებ არ შეასრულოს უკანონო დავალებები და მე მინდა თავისუფალ საზოგადოებას ვუთხრა - არავის არ ეშინია ამ ადამიანების, ჩვენ ადვოკატები ყველასთან ბოლომდე ვიქნებით, ერთად გავიტანთ თავისუფალ მომავალს. არა რუსულ კანონს და წინ ევროპისკენ!  - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×