რეზონანსი
19.04.2024

გერმანიაში მცხოვრები ექიმ იაგო ფრანგიშვილი მწერალ აკა მორჩილაძის წერილს ეხმაურება და ასეთი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:

"ფეოდალები გლეხებს ამუნათებენ, რაც აკა მორჩილაძემ დაწერა, უფრო სწორად კი ზურა ვარდიაშვლის კითხვაზე უპასუხა, მაგას თქვენი ინტელექტი ვერ გაიგებსო, ივარჯიშეთო…

წავივარჯიშე და ორი ვარიანტი გამარტივება მინდა შემოგთავაზოთ იმ გრძელი უსტარისა:

ვარიანტი პირველი:

ჩემო ძამია,

აი ქვეყანა, შე რომ საქართველოს ეძახი, ასე ჩაჯ***ლი იყო სულ და ასე დარჩება სულ.

ჰოდა, რეიზა ევიტკიო თავი?

მე კაის ვსვამ, კაის ვჭამ, კაის ვფსამ და კაის ვჯ…ამ.

გეიგე ჩემი?

ვარიანტი მეორე:

ჩემო ძმაო,

ეს უბედური ქვეყანა ასე უბედური იყო და დარჩება.

თუკი როდესმე არ იქნება უბედური, მე მაგას ვერ მოვესწრები.

ამიტო დაიკიდე.

ისე კი, ფილოსოფიურად, როცა იქნება და მოვკვდებით ყველა, ამიტომაც დაიკიდე ყველაფერი და უაზროა ყველაფერი.

თავის მოკვლაც უაზრობაა.

ამიტომაც,

მე ძმაო, კაის ვსვამ, კაის ვჭამ, კაის ვფსამ და კაისაც ვჯ..ამ."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×