
30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან ახლოს, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ მარკის სატვირთოს შეეჯახა და ხევში გადავარდა. ავტობუსში 47 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა 95% ქართველი იყო.
ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 26 დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვია. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 45 წლის ვალერი მაჭავარიანი, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში დასვენების შემდეგ მოსკოვში ბრუნდებოდა.
მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით რეანიმაციაში იმყოფება. მძიმე დაზიანებები მიიღეს მათმა შვილებმაც — 6 წლის ბავშვს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე