ირმა ჩიტაია
02.06.2026

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა, რაც რეგიონში საქართველოს როლს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მთავრობის წევრები ცალსახად აღნიშნავენ, რომ და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ერთიორად გაიზრდება. დარგის სპეციალისტები კი საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოლოდინი გადაჭარბებულია და კარგი იქნება თუ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში რკინიგზა წონასწორობის ზღვარზე მაინც შეძლებს მუშაობას. 

ქეთო გოგოხია
02.06.2026

ევროკავშირში მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დამტკიცდა. 12 ივნისიდან, ძალაში შევა შეთანხება, რომლის მიხედვით, ორწლიანი დაკავება მუდმივი აკრძალვა ელის პირს, რომელიც მიგრაციის შესახებ კანონს დაარღვევს. ეს გადაწყვეტილება ააჩქარებს ევროკავშირიდან დეპორტაცვიის პროცესს და დეპორტირებულთა რაოდენობასაც გაზრდის. საინტერესოა, რა მოჰყვება ახალ რეგულაციას და როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე. აქ ქართველი სპეციალისტების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია უმუშევრობას გაზრდის, ხოლო მეორე ნაწილის მოსაზრებით, ეს აუცილებელი და საჭირო ნაბიჯია. 

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2026

პროკურატურა 2025 წლის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ შვიდ პირს საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მხოლოდ სამართლებრივი პროცესის ფარგლებში არ განიხილებოდეს და მას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს. ოპოზიცია კი ამას ხელისუფლების მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს.

ნატალია ჯვარიძე
02.06.2026

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს ყოველწლიური წერილობითი ანგარიში წარუდგინა, რომელშიც მთავრობის მთავარ პრიორიტეტებად ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები, უსაფრთხოება და ქვეყნის სტაბილური განვითარება არის დასახელებული. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო მიმართულებაა ქვეყნის განვითარების ახალი, 2026-2035 წლების სტრატეგიის მომზადება, სადაც 10-წლიანი მიზნები და მათი მიღწევის ვადები უნდა განისაზღვროს.

ნატალია ჯვარიძე
02.06.2026

იმ ფონზე, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი პრაქტიკულად გაჩერებულია, მოსკოვსა და კიევში ომის სწრაფ დასრულებაზე საუბრობენ. უკრაინაში ამტკიცებენ, რომ უკვე შეინიშნება საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირებისა და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯები. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.

თამთა ჩაჩანიძე
02.06.2026

თბილისში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებს აჯამებს. საელჩოს განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის თბილისთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, ინკლუზიური დემოკრატიული პროცესი და ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა.

ირმა ჩიტაია
01.06.2026

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, საქართველოში მეტ-ნაკლებად მოგვარდა, თუმცა, გამოწვევები მაინც რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილებზე სიკვდიალიანობის მაჩვენებელი არ გაზრდილა, უბედური შემხვევების სტატისტიკა დიდიად არ გაუმჯობესებულა.  სპეციალისტები ითხოვენ ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც დასაქმებულებს მოსალოდნელი რისკებისგან დაიცავს. საქმე არ ეხება, მხოლოდ გარდაცვალების ფაქტებს. შრომით ბაზარზე არსებული ვითარება ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ხშირად საზიანოა, რაც დარგში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს.

ქეთო გოგოხია
01.06.2026

კრიპტომაინინგის პროცესი სვანეთში მკაცრად გაკონტროლდება. სპეციალურად ამ მიზნით მთავრობა გამრიცხველიანებას იწყებს. ბოლო წლების განმავლობაში პრობლემებზე სექტორში მუდმივად საუბრობდნენ, თუმცა ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ახლა იწყება. სპეციალისტების შეფასებით, ახლო მომავალში გამოჩნდება, როგორ დარეგულირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის შემოსავალი და რა დონეზე შემცირდება მოხმარება.

მარიამ ვეკუა
01.06.2026

ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამხედრო დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის: გასულ უქმეებზე ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ იერიშების მესამე ტალღა დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ახალი მოთხოვნების გამო სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა. სანამ აშშ ირანის სამხედრო ობიექტებზე „თავდაცვით დარტყმებს" აანონსებს, თეირანი ამერიკულ ბაზებზე საპასუხო თავდასხმებით იმუქრება, რაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს.

ქეთო გოგოხია
01.06.2026

ნავთობის საგრძნობი გაიაფება უკვე 10 დღეა გრძელდება. გლობალურ ბაზრებზე ამის მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივი გახსნა, რამაც ფასებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. საერთაშორისო ტენდენცია ქართულ ბაზარზე დაახლოებით ივნისის ბოლომდე აისახება, როგორც კი ახალი შესყიდვა განხორციელდება. სექტორში აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან შეკვეთები დაიწყება და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდება ფასების კლების დინამიკა.

თამთა ჩაჩანიძე
01.06.2026

"ოპოზიციურ ალიანსში" რამდენიმეთვიანი კამპანია დააანონსეს, რასაც თავის მხრივ კულმინაცია ექნება და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და მასში "ოპოზიციის გამარჯვება". მმართველ პარტიაში ყოველგვარ ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავენ და მიაჩნიათ, რომ დღეს ქვეყანაში ამის არანაირი საფუძველი არა.

ნატალია ჯვარიძე
01.06.2026

ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ უკრაინის გამოცდილებიდან, ისინი ინოვაციურ ძალად იქცევიან",- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ ვილნიუსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×