ქეთო გოგოხია 13.04.2026

საქართველოში სამშენებლო სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს. ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ბაზარზე უძრავი ქონების გაძვირების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. მართალია, დაახლოებით თვენახვევრის წინ, როცა აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, საფასო რყევა შეინიშნებოდა, მაგრამ სიტუაცია მალევე დასტაბილურდა. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ბაზარი სტაბილურია და ახლო მომავალში რაომე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
|
ქეთო გოგოხია 13.04.2026

მსოფლიოში ვითარება სულ უფრო იძაბება, მაგრამ მთავრობის დაპირება სურსათისა და მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. აპრილის ბოლომდე ზუსტად 2 კვირა რჩება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება გატარდება, რაც სავაჭრო ქსელებისა და დისტრიბუციის მაღალ მოგებას შეამცირებს. კონტროლის მექანიზმი კი გაძლიერდება.
|
ირმა ჩიტაია 09.04.2026

ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ავტოდილრერებს პრობლემები უკვე შეუქმნა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც რეგულაცია ძალაშია, თუმცა სექტორში აცხადებენ, რომ ისინი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. უკვე ფინანსური ზარალიც სახეზეა. შეუმცირდათ ტვირთბრუნვა და რეგიონებში არსებული ფილიალების დახურვაც დაწყებულია. რამდენიმე თვეში ბაზარზე სერიოზული ცვლილებები აშკარად გამოჩნდება.
|
თამარ ვეფხვაძე 09.04.2026

ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების მთავარი პრობლემა ტენდერებში ჩინურ კომპანიების დომინირებაა. ჩინეთის მთავრობისგან სუბსიდირებულ კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა არც ისე მარტივია, რადგან ქართული კომპანიები ვერ ახერხებენ ჩინურ კომპანიებზე უფრო დაბალი ფასის შეთავაზებას. აქვე ჩნდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა - არის კი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესრულებული სამუშაო ხარისხიანი?
| |
ქეთო გოგოხია 08.04.2026

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ გლობალურ ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა. პირველ რიგში, ეს დაეტყო საწვავის ფასს, რამაც კლებისკენ აიღო გეზი. სავარაუდოდ, შეჩერდება ძვირფასი ლითონის გაძვირების ტენდენციაც, თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება - ოქროს ფასი შეიძლება 5-6%-ით შემცირდეს. სასუქების და შხამქიმიკატების ბაზარზე კი, პირიქით, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება.
|
თამარ ვეფხვაძე 08.04.2026

თბილისის მერია თხევადი გაზის სარეალიზაციო ობიექტებს აჯარიმებს. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზრებზე საავტომობილო საწვავი ძვირდება, ხოლო თხევადი აირი მის ერთადერთ და იაფ ალტერნატივად ითვლება. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია წერილს ამზადებს და ჯარიმების გასაჩივრებას აპირებს. დარგის სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ პროდუქტების საყოველთაო გაძვირების ფონზე, მერიის სადამსჯელო ღონისძიება კარგს არაფერს მოგვიტანს.
|
თამარ ვეფხვაძე 07.04.2026

ახალი სესხი არ გვჭირდება, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაჟინებით გვთავაზობს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანას სსფ-გან დაფინანსების მოზიდვის საჭიროება არ აქვს, მაგრამ ფონდის მისიის ხელმძღვანელი მზადაა ნებისმიერ დროსა და ფორმატში თანამშრომლობისთვის. ეკონომიკისტები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ სსფ ახალ სესხს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გვთავაზობს. შუა დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის და ერთადერთი უსაფრთხო სავაჭრო გზაა, კონტროლის დასამყარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ირგვლივ გვიტრიალებენ.
|
რეზონანსი 06.04.2026

წინასააღდგომო ვაჭრობა აქტიურობით გასული წლის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება. ამის მიზეზი გაზრდილი ხარჯია, რის გამოც მომხმარებელს სადღესასწაულო პროდუქტზე არჩევანი უჭირს და შედარებით იაფი პროდუქტის შეძენას ამჯობინებს. ყველაზე მეტი მოთხოვნა, რასაკვირველია, სააღდგომო პასქაზეა. სუპერმარკეტები მომხმარებელებს პროდუქციას გარკვეული ფასდაკლებით სთავაზობენ. ადგილობრივი წარმოების პასკების ფასი, საშუალოდ, 5-6 ლარიდან იწყება 35-40 ლარის ფარგლებშია, თუმცა არის გაცილებით ძვირიანი ნაწარმიც.
|
ირმა ჩიტაია 06.04.2026

უახლოეს მომავალში შესაძლებელია ბავშვთა კვებაზე ზღვრული ფასი დადგინდეს. სახელმწიფოს ინიციატივას სპეციალისტები ერთხმად მიესალმებიან. დღეს ახალგაზრდა ოჯახებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.
|
ქეთო გოგოხია 06.04.2026

ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა მდგომარეობამ და ნავთობპროდუქტებზე გაძვირებამ მომსახურების და წარმოების სფეროზე უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. პირველ რიგში, ეს შეეხო სატრანსპორტო სერვისს, საქალაქთაშორისო რეისები ძვირდება, ტაქსის მომსახურების ფასიც იცვლება, ხოლო დიზელის გაძვირება საგაზაფხულო სამუშაოებზე მოახდენს გავლენას და შეიძლება შემაფერხებელ ფაქტორადაც იქცეს. სერიოზულ წნეხია ელექტროენერგიის ტარიფის მატებაც, რამაც ყველა დარგში ცუდი მოლოდინი შექმნა.
|
თამარ ვეფხვაძე 02.04.2026

პროდუქტების მოსალოდნელი გაძვირების ფონზე, მთავრობამ წამლებთან დაკავშირებით პრევენციული ზომა უკვე მიიღო და რამდენიმე ასეული მედიკამენტის, როგორც საბითუმო, ასევე საცალო რეფერენტული ფასების ზედა ზღვარი დააწესა. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რა საჭიროა რეფერენტული მედიკამენტების ნუსხის დრო და დრო განახლება, ხომ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს წამლების ფასის ზედა ზღვარი. აი, სწორედ აქ გაიყო სპეციალისტების აზრი - ერთი ნაწილი თვლის, რომ რამდენიმე ასეული მედიკამენტის დამატება საერთო სურათს ვერ შეცვლის, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, რეფერენტული ფასები მეზობელი და შესადარი ქვეყნების ბაზრებზე არსებული მდგომარეობის მიხედვით დგინდება, რისთვისაც ამ ნუსხის პერიოდულად განახლება აუცილებელია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|